"მინისტრის საათი" უმაღლეს საბჭოში

21 მაისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს.

დღეს, მინისტრმა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა,ასევე, მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამები 96.7 პროცენტით შეასრულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა გარემოებამ შეცვალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის დღის წესრიგი. ბუნებრივია, არსებული ვითარება გამოწვევა იყო ყველა უწყებისთვის. მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს ყველა წარმომადგენელს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არსებული კრიზისის დაძლევაში. ასევე,  ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ, რომელთა მოხალისეობრივმა აქტივობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მინისტრმა  დეპუტატების მიერ  განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები