აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

24 ივნისი, 2020

საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში სურსათის უვნებლობის საკითხები განიხილეს დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს თინათინ ზოიძე და დარგში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩასატარებლად რეკომენდაციების დანერგვის პროცესზე, ტურისტების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით  განხორციელებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„ჩვენთვის მნიშნელოვანია, რეგიონში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ კუთხით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარაში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით არსებული სტანდარტების დანერგვის პროცესი, რომელიც რეგიონში წარმატებით ხორციელდება. ჩვენი უწყებები აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მივაწოდოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ, რაც მათ უსაფრთხოდ კვებითი მომსახურების გაწევისა და სტანდარტების ადაპტირების პროცესში დაეხმარებათ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებების მიერ რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ  პროექტებზეც ისაუბრეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტი ყოველთვის იყო მომხმარებლის ინტერესების დაცვა. თუმცა დღეს, როცა აჭარა ტურისტულად ერთერთ კეთილსაიმედო რეგიონად არის დასახელებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უვნებლობის სტანდარტების და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობს ჯანდაცვის უწყებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთანაც ასევე, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ღია კარის პრინციპით მზად ვართ გავუწიოთ რეკომენდაციები“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები