კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

27 ივლისი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.  მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში ღონისძიებების, საგანმანათლებლო აქტივობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის და აქტიურობისთვის. 

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. აქტიურად მიმდინარეობს სამუზეუმო საქმიანობა და იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. თეატრებმა დაიწყეს ღია ცის ქვეშ, ადაპტირებულად სპექტაკლების თამაში. მუშაობა განაახლა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა.

შეხვედრაზე იმსჯელეს აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიებების გამართვისას შესაბამისი რეკომენდაციების დაცვის საკითხებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაწილეთა და მსმენელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები