სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

31 ივლისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული  სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ  კატეგორიას:

    სტუდენტები, რომლებიც არიან  მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ  და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს  მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

    დოკუმენტების ჩამონათვალი 

      სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით, ან  უდედმამო  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

      სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის  ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

      დოკუმენტების ჩამონათვალი 

        სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

        დოკუმენტების ჩამონათვალი 

          სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 

          დოკუმენტების ჩამონათვალი

            სტუდენტები, რომელთა მშობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში). 

            დოკუმენტების ჩამონათვალი 

             

            დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინო სამინისტროში  2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს  ჩათვლით.

             

            დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

            მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა №4.

            ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

            ელ-ფოსტა: marinapaqsadze@gmail.com

            Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

            იხილეთ გალერეა


            კალენდარი

            <<
            <აგვისტო 2020>
            >>
            ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
            31272829303112
            323456789
            3310111213141516
            3417181920212223
            3524252627282930
            3631123456

            ცხელი ხაზი

            144

            სოციალური ქსელები

            ბმულები