სკოლების მშენებლობა რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს

04 სექტემბერი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მკაცრად დაიცვან ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც დადგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.  ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, მიმდინარეობს 29 სკოლის სრული/ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამინისტროს მიერ, სულ ჯამში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს 39 სკოლაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2231123456
2378910111213
2414151617181920
2521222324252627
262829301234
27567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები