კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა

09 სექტემბერი, 2020


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს აჭარაში შექმნილ ეპიდ-სიტუაციაზე. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლის და გამკაცრების მიმართულებითაც.

მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, აჭარაში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდა. დღეს, PCR ტესტირების კარვები აჭარაში დამატებით ორ ლოკაციაზე განთავსდა.

მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ კარვებს PCR ტესტისთვის, მიეცათ რეკომენდაცია სამი დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში და მოერიდონ კონტაქტებს.

ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით აჭარაში შეჩერდა კულტურული ღონისძიებები, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში.

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარიტუალო დარბაზების და ტურისტული ობიექტების, ტრანსპორტის, აგრარული ბაზრების და მასობრივი თავშეყრის ადგილების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები