აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადება

12 სექტემბერი, 2020






აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
302627282930311
312345678
329101112131415
3316171819202122
3423242526272829
35303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები