აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

17 სექტემბერი, 2020

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურებას ემსახურება.
არსებული ვითარება შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ბათუმში მნიშვნელოვნად გაძლიერდა კონტროლი და მიმდინარეობს მასშტაბური თერმოსკრინინგი.

„როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში და მთლიანად რეგიონში ეპიდსიტუაცია რჩება მნიშვნელოვნად საყურადღებო. შესაბამისად, მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად. განვიხილავთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც  ერთის მხრივ ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას და ამავე დროს არსებული პაციენტების აქტიურ მართვას. პროცესში ჩართულია ყველა უწყება. საწოლფონდი უკვე გაზრდილია აჭარაში და აღარ წარმოადგენს დეფიციტს. რიგი პაციენტებისა იმართება კოვიდ-სასტუმროებში. ძირითადად ესენი გახლავთ უსიმპტომო პაციენტები. ამავე დროს აღვნიშნავ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დაყოვნებების ნაწილში ხარვეზები აღმოფხვრილია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონტროლი ჩვენ უკვე გავაძლიერეთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ. პროცესში ჩართულია საპოლიციო ძალები, რასაც ემატება ეპიდემიოლოგებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მობილობისგან და ეს სიტუაცია რადმენიმე დღეში დასტაბილურდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მიმდინარეობს შეხვედრები სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები