კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა

21 სექტემბერი, 2020


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის  ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის  შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ  რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

,,ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში.
ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. პროცესებში ჩართულები არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პაციენტების მართვა და შევაჩეროთ უკონტროლო გავრცელება.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ ნაწილში გვქონდეს სრული წესრიგი. ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას.

რაც შეეხება საწოლფონდებს, არსებობს მუდმივი რეზერვი. ჩვენ ველით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დასტაბილურდება.
უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიის გარკვეული რაოდენობა, რაც საყურადღებოა” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღეს აჭარაში 92 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, ამოქმედებულია ონლაინ კლინიკა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები