მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

28 სექტემბერი, 2020

მთიანაჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო.  6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან  ერთად  ე.წ. “Down Hill”–ის, მთიანაჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო.  6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან  ერთად  ე.წ. “Down Hill”–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტებია ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად  ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

„ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის.  ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზიდან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით.  ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, წყლის პუნქტებისა და საპირფარეშოების გაკეთებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაციას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები